საქარველოს საპატრიარქოში მიღება გაიმართა, რომელზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის იუბილე აღინიშნა. როგორც საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, პატრიქრმა უამრავი მილოცვა მიიღო.
„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 86 წლის იუბილე ვიზეიმეთ საპატრიარქოში. მიღება იყო მრავალრიცხოვანი, ძალიან ბევრი მილოცვა მიიღო მისმა უწმინდესობამ, როგორც საქართველოდან, მოსახლეობისგან, ასევე მთელი მსოფლიოდან. დღეს მთელი ერი ულოცავს პატრიარქს ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს. კიდევ ერთხელ აღინიშნა მისი ღვაწლის შესახებ. მისი საპატრიარქო მსახურობის 41-ე წლისთავი არის, მისი სამღვდელმთავრო მსახურების 56-წლისთავი არის და ამ ხნის განმავლობაში მის მიერ ეკლესიისათვის დადებული ძალიან დიდი ღვაწლი მრავალმხრივ აღინიშნა. ძალიან ბევრი თბილი სიტყვა ითქვა. მიულოცეს მღვდელმთავრებმა. საზოგადოების თითქმის არცერთი ფენა არ დარჩენილა, ვისგანაც მილოცვა არ მიუღია პატრიარქს. ბავშვთა სახლში მცხოვრებმა ბავშვებმა მიუძღვნეს მას რამდენიმე ნომერი და მოვიდა უამრავი წერილი მოლოცვით“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.