საქართველოს საპატრიარქო ეკლესიებს მიმართავს, დაიცვან რეგულაციები და გამოიყენონ ერთჯერადი ჭიქები
საქართველოს საპატრიარქო ეკლესიებს მიმართავს, დაიცვან რეგულაციები და სიტკბოების მისაღებად ერთჯერადი ჭიქები გამოიყენონ. ამის შესახებ აღნიშნულია ბრძანებაში, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდა.
ბრძანებაში, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აწერს ხელს, აღნიშნულია: „14 აგვისტოდან სამი კვირის განმავლობაში, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იქნას დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებულ იქნას ერთჯერადი ჭიქები“.