საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ინიციატივას - #NotInMyParliament შეუერთდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ინიციატივას - #NotInMyParliament შეუერთდა

სტრასბურგში მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ინიციატივას – #NotInMyParliament შეუერთდა.

სექსიზმის, შევიწროებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ინიციატივა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 23 ნოემბერს წამოიწყო.

ინიციატივა მას შემდეგ შემუშავდა, რაც ასამბლეისა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ერთობლივად ჩატარებულმა კვლევამ ეროვნულ პარლამენტებში სექსიზმის, შევიწროებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო მაჩვენებელი გამოავლინა.

საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი შედიან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას.