საქართველოს სახელით მოასპარეზე უკრაინელმა ანასტასია გოტფრიდმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ატაცში 120 კგ დაძლია და ამ დისციპლინაში ოქროს მედალს დაეუფლა.
90 კგ წონით კატეგორიაშია ანასტასიამ სამიდან ორი ცდა გამოიყენა და მეორე ადგილზე გასულ დომინიკის რესპუბლიკელ სანტანა პეგუეროს შვიდი კილოგრამით აჯობა. პირველ ცდაზე 21 წლის გოტფრიდმა 116 კგ-ით დაიწყო და წარმატებითაც. მეორეზე მან 120 აიტაცა მაგრამ ვერ დაიმორჩილა, რაც მესამე ცდაზე გამოასწორა.
რამდენიმე წუთში მეორე დიაციპლინა – აკვრა დაიწყება, სადაც ანასტასია 135 კგ-ით დაიწყებს. ამ კატეგორიის დასრულების შემდეგ, აკვრასთან ერთად, ორჭიდის მედლების მფლობელებიც გაირკვევა.
შეგახსენებთ, ეს ანაჰაიმიდან საქართველოს ნაკრებისთვის მეორე მედალია. პირველი, ბრინჯაო 62 კგ წონითი კატეგორიის ატაცში შოთა მიშველიძემ მოპოვა.
ხვალ გამთენიისას კი ასპარეზობაში მოქმედი ჩემპიონი – ლაშა ტალახაძე ჩაერთვება.