საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაში შობის დღესასწაული აღნიშნეს
შობის დღესასწაული აღნიშნეს საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაში. საზეიმო მსახურება საღამოს, 20:00 საათზე დაიწყო.
წირვა ეკლესიის უხუცესმა წინამძღვარმა, ლევან ახალმოსულიშვილმა მათეს სახარების კითხვით დაიწყო, შეკრებილებს სახარებიდან ქრისტეს შობის ნაწილი წაუკითხა და დღევანდელი დღე მიულოცა.
ქადაგება საეკლესიო საგალობლებით გაგრძელდა. საზეიმო მსახურება კოვიდპანდემიის რეგულაციების დაცვით ჩატარდა.
ცნობისთვის, საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესია 2017 წელს, საქართველოში ბაპტისტური ეკლესიის 150 წლისთავზე გაიხსნა. ამ დროისთვის კავშირი 40-მდე ეკლესიასა და 800-მდე წევრს აერთიანებს.