საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინაში დაღუპული საქართველოს ორი მოქალაქის გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლის გარდაცვალების ფაქტს.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საელჩოს დაწყებული აქვს შესაბამისი პროცედურები.