საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეკონომიკური ატაშეების პოზიციაზე ოთხი პირი შეარჩია, რომლებიც გადამზადების შემდეგ ამ კუთხით საქართველოსთვის პრიორიტეტულ ქვეყნებში გაემგზავრებიან.
დავით ზალკალიანის განცხადებით, შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა.
„საკონკურსო კომისიაში შედიოდა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, უშუალოდ მე გახლდით კომისიაში, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ამერიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, გარდა ამისა, მოწვეული გვყავდა ამერიკული კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული გასაუბრებაში. ოთხი პირია შერჩეული, რომლებიც უკვე შემოვიდნენ საგარეო საქმეთა სამინისტოს სისტემაში. ისინი გაივლიან გადამზადების პროცედურებს დიპლომატიურ კვლევის ცენტრში და როგორც კი მზად იქნებიან, გაემგზავრებიან იმ ქვეყნებსა და რეგიონებში, რომლებიც ჩვენთვის პრიორიტეტულია“, – განაცხდა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.