საქართველოს საგარეო უწყება - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ელჩები პროტესტის ნიშნად ტოვებენ თანამდებობას, დეზინფორმაციაა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ელჩები პროტესტის ნიშნად თანამდებობას ტოვებენ.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო უწყება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავის გვერდზე წერს.
„სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს ელჩები, პროტესტის ნიშნად, ტოვებენ თანამდებობას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს დეზინფორმაციას“, – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.