საქართველოს საგარეო უწყება ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საგარეო უწყება ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23-24 აგვისტოს საქართველოს რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ეწვევა ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, აჯა ლაბიბი.

ვიზიტის ფარგლებში აჯა ლაბიბი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.

ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

აჯა ლაბიბი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას, იგი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს.

ვიზიტის ფარგლებში აჯა ლაბიბი ასევე შეხვდება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგებლებს.