საქართველოს საგარეო უწყება - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქართული ისტორიული სამარხის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქართული ისტორიული სამარხის აღმოჩენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ცნობით, აღნიშნულის თაობაზე გადამოწმდა რამდენიმე წყარო.
„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქართული ისტორიული სამარხის აღმოჩენის შესახებ, არ დასტურდება.
აღნიშნულის თაობაზე გადამოწმდა რამდენიმე წყარო, მათ შორის ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები – ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე კომუნიკაცია იყო აზერბაიჯანული მხარესთან, არც ერთმა წყარომ არც ინფორმაცია და არც აღნიშნული ცნობის შესახებ რაიმე სახის მტკიცებულებების არსებობა არ დაადასტურა“, – განაცხადეს საგარეო უწყებაში.