საქართველოს საგარეო უწყება აშშ-ში ტორნადოს შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს საგარეო უწყება აშშ-ში ტორნადოს შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ში ტორნადოს შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. როგორც სამძიმრის ტექსტშია აღნიშნული, საქართველო სოლიდარობას უცხადებს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

„ღრმად ვართ დამწუხრებული ცნობებით აშშ-ის შუადასავლეთისა და სამხრეთ შტატებში მომხდარი დამანგრეველი ტორნადოების შესახებ. ჩვენი ფიქრებით მსხვერპლთა ოჯახებთან, მეგობრებთან და ახლობლებთან ვართ. დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. საქართველო სოლიდარობას უცხადებს ამერიკის შეერთებულ შტატებს“, – აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ის ცენტრალურ შტატებში ტორნადოს სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა.