საქართველოს საელჩო ისრაელში ქალაქ ლოდში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საელჩო ისრაელში ქალაქ ლოდში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ისრაელში ქალაქ ლოდში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

ქალაქში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, საელჩო თანამემამულეებს შორ მანძილზე გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„ქალაქ ლოდში მცხოვრები თანამემამულეების საყურადღებოდ!!!

ლოდსა და მის შემოგარენში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

ქალაქში შემოდიან საჯარისო დანაყოფები!

შეინარჩუნეთ სიმშვიდე, თავი შეიკავეთ შორ მანძილზე გადაადგილებისგან.

მოერიდეთ ფანჯრებთან მიახლოებას.

დაემორჩილეთ სამართალდამცავების მითითებას.

მშვიდობიან ღამეს ვუსურვებთ ისრაელს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

დაძაბულობის მატების შემთხვევაში შესაძლოა, საგანგებო ძალები შევიდნენ სხვა შერეულ ქალაქებშიც“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.