საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჭუბერში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყო
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჭუბერში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყო

ჭუბერში, სტიქიის ზონაში, გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს.

როგორც საავტომობილი გზების ინფორმაციაშია აღნიშნული, აქტიურად მიმდინარეობს გადაუდებელი ნაპირსამაგრი, მდინარის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები და დროებითი სახიდე გადასასვლელის მოწყობა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პირველივე დღიდან ჩართულია და უწყვეტ რეჟიმში
მუშაობს.

მათივე ინფორმაციით, წინასწარი გათვლებით, მდინარის მარცხენა სანაპიროსთან დასაკავშირებლად პანელური ხიდის კონსტრუქციის მოწყობა 4-5 დღე გაგრძელდებოდა, თუმცა 24-საათიან რეჟიმში მუშაობის შედეგად, ხიდის მონტაჟი დათქმულ ვადაზე ადრე დასრულდა.

სტიქიის ზონაში, პირველივე დღიდან აქტიურად მუშაობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები – საპროექტო, ნაპირდაცვისა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმართულებით. ასევე, ჭუბერში იმყოფებიან დეპარტამენტის რეგიონული ოფისებისა და კონტარქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ადგილზე ამ დროისთვის, 60-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს.