საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია „სქაი ექსპრესი“ იწყებს
საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ავიაკომპანია, „სქაი ექსპრესი“ (Sky Express) იწყებს ოპერირებას. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის თანახმად, მიმდინარე წლის 27 ოქტომბრიდან, ბერძნული ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ათენი – თბილისი – ათენის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.
„ავიარეისები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 24 სექტემბერს მიანიჭა.
დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ფრენებს ასრულებენ ავიაკომპანიები Aegean Airlines-ი და Wizz Air-ი, ათენიდან და სალონიკიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებებით“, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.