საქართველოს რობოტიკის გუნდი საერთაშორისო კონკურსიდან მესამე ადგილით დაბრუნდა
საქართველოს რობოტიკის გუნდის წევრები, რომლებმაც მექსიკაში გამართულ რობოტიკის საერთაშორისო კონკურსზე First Global მესამე ადგილი დაიკავეს, თბილისში დაბრუნდნენ.
გუნდის წევრების თქმით, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი, რომელსაც საქართველომ მსგავსი ტიპის ღონისძიებაზე მიაღწია.
საქართველოს გუნდმა კონკურსზე წარადგინა რობოტი, სახელად ვანო.
გუნდის წევრების თქმით, კონკურსის მონაწილეების ამოცანა იყო ისეთი რობოტის შექმნა, რომელიც რამდენიმე დავალების შესრულებას შეძლებდა და 180-ზე მეტ მონაწილეს შორის საქართველოს გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.