„საქართველოს რკინიგზა“ - ბათუმში უამინდობის გამო მგზავრები ვერ ახერხებენ სადგურში დროულად მისვლას, თბილისის მიმართულებით მატარებელი 19:05 საათის ნაცვლად 20:00 საათზე დაიძრება
ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი 19:05 საათის ნაცვლად 20:00 საათზე დაიძრება, – ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომლსაც „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
„საქართველოს რკინიგზა“ ითვალისწინებს მგზავრების თხოვნას და გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმში უამინდობის გამო მგზავრები ვერ ახერხებენ სადგურში დროულად მისვლას, თბილისის მიმართულებით მოძრავი Stadler Kiss-ის (#807) მატარებელი 19:05 საათის ნაცვლად დაიძრება 20:00 საათზე“,- აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
ბათუმში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ქალაქის შესასვლელთან წყალდიდობის გამო შეფერხებული იყო მოძრაობა.