საქართველოს რკინიგზა 3 ივლისს გაუქმებული რეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს რკინიგზა 3 ივლისს გაუქმებული რეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა 3 ივლისს გაუქმებული რეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისთვის, 3 ივლისს გაუქმდა შემდეგი რეისები:

მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #806 თბილისი-ბათუმი 06:30; #805 ბათუმი-თბილისი 14:30; #802 თბილისი-ბათუმი 08:00; #803 ბათუმი-თბილისი 08:10; #808 თბილისი-ბათუმი 10:35; #870 თბილისი-ზუგდიდი 08:40; #12 თბილისი-ოზურგეთი 08:50; #18 თბილისი-ქუთაისი 08:50; #873 ფოთი-თბილისი 07:20; #11 ოზურგეთი-თბილისი 09:00; #17 ქუთაისი-თბილისი 12:25

საგარეუბნო მატარებლები: #6446 ხაშური-ზესტაფონი 06:50; #6417 ზესტაფონი-ხაშური 06:50.

სხვა რეისებთან დაკავშირებით ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.