საქართველოს რკინიგზა 24, 25, 31 აგვისტოს და პირველ სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
საქართველოს რკინიგზა 24, 25, 31 აგვისტოს და პირველ სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
როგორც რკინიგზაში განმარტავენ, რეისების დამატების გადაწყვეტილება გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო მიიღეს.
„ძვირფასო მგზავრებო, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო საქართველოს რკინიგზა 24, 25, 31 აგვისტოს და პირველ სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.
მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ ცხრილში: