საქართველოს რკინიგზა 12 მაისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 12 მაისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
12 მაისს დამატებითი რეისი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 07:25 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 13:40 საათზე.
საქართველოს რკინიგზის ცნობით, ბილეთები უკვე გაყიდვაშია.