საქართველოს ქალაქებსა და მსოფლიოს დედაქალაქებში ერთდროულად საქართველოს ჰიმნი იმღერეს [ვიდეო]
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად, 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნი იმღერეს.
ჰიმნი შესრულდა: თბილისში – თავისუფლების მოედანზე; რუსთავში – თავისუფლების მოედანზე; ბათუმში – ერას მოედანზე; თელავში – ერეკლე მეორეს მოედანზე; მარნეულში – შოთა რუსთაველის ქუჩაზე; გორში – მთავარ მოედანზე, ახალციხეში – რაბათის ციხეზე; ახალქალაქში – თავისუფლების ქუჩაზე; ქუთაისში – ცისფერყანწელების ქუჩაზე; ამბროლაურში – ცენტრალურ მოედანზე; ზუგდიდში – ცენტრალურ მოედანზე; მესტიაში – სგიმიერი-სეტის მოედანზე; ფოთში – რუსთაველის რკალზე; სტეფანწმინდაში – „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე; ოზურგეთში – ჭადრების პარკში“.
ამასთან, 17:10 საათზე ეროვნულ ჰიმნს სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებშიც იმღერეს. ამერიკის, ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის: მალაიზიაში, უზბეკეთში, ესტონეთში, ესპანეთში, თურქეთში, ირლანდიაში, გერმანიაში, დანიაში, ბელგიაში, უნგრეთში, მოლდოვაში, ისრაელში, ბრაზილიაში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, ლატვიაში, შვედეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, სლოვენიაში, საფრანგეთში, უკრაინაში, ლიეტუვაში საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ეროვნულ ჰიმნი შეასრულეს.
1918 წლის 26 მაისს, კვირას, ზუსტად 17:10 საათზე, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.