საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. ბერძნულ კრეტაზე მიმდინარე პირველობის მე-6 ტურში, ჩვენმა გუნდმა ერთ-ერთ კონკურენტს ესპანეთს “მშრალი” ანგარიშით სძლია – 4:0 და 12 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.
თავიანთი პარტიები მოიგეს – ნანა ძაგნიძემ, ნინო ბაციაშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა და სალომე მელიამ.
ამავე ტურში, ლიდერმა რუსეთმა 3:1 მოუგო იტალიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საქართველო რუსეთს ისევ ერთი ქულით ჩამორჩება. 10-10 ქულით მესამე ადგილს იყოფენ – პოლონეთი და თურქეთი.
მერვე ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე პოლონეთი იქნება, რუსეთი კი თურქეთს შეხვდება. ევროპის გუნდური ჩემპიონატი ორშაბათს დასრულდება.