საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამი მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მორიგი შეწყალების აქტი გამოსცა და სამი მსჯავრდებული შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსჯავრდებულები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას დღეს, 28 აგვისტოს, დატოვებენ.