საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გორის უნივერსიტეტში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა.
მუზეუმი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა და პროექტი საზოგადოებრივმა კავშირმა – მეგობრობის ხიდმა „ქართლოსი“ განახორციელა.
შექმნილი საგამოფენო სივრცეები გათვალისწინებულია ინტეგრირებული გაკვეთილების, ლექციების, საჯარო შეხვედრებისა და დისკუსიების ჩასატარებლად.
პროექტის მიზანი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა.
გორის შემდეგ ოკუპაციის მუზეუმები შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიხსნება.
შექმნილი სივრცეები გათვალისწინებულია ინტეგრირებული გაკვეთილების, ლექციების, საჯარო შეხვედრებისა და დისკუსიების ჩასატარებლადაც.
ამავე კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გორის უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საჯარო ლექციას წაიკითხავს.