პრეზიდენტის ნაძვის ხეზე გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, პატარა თემოსთან ერთად, სასახლეში შშმ ბავშვებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, დევნილებს, მრავალშვილიან ოჯახებს, საერთაშორისო სამხედრო მისიებში მყოფ სამხედროთა და მეხანძრეთა შვილებს უმასპინძლეს.
ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კონცერტში პარაორკესტრისა და შშმ ბავშვთა ჩართვა ღონისძიების კონცეფციიდან გამომდინარე გადაწყდა, რომლის დატვირთვაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების, მათი ინდივიდუალური განვითარებისა და შემოქმედებითი უნარების რეალიზაციის მხარდაჭერაა.
სტუმრებს პირველმა ლედიმ განსაკუთრებული, საახალწლო საჩუქარი მოუმზადა და საახალწლო ნაძვის ხის კონცერტზე, ბავშვებთან ერთად, სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის მომზადებული მუსიკალური ნომერი შეასრულა.
პრეზიდენტის სასახლეში ნაძვის ხის ზეიმზე მოწვეული ბავშვებისათვის გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ ჯგუფები: The Quintessence, “მზიური”, ჯგუფი “რელიქვია”, მედოლე ბავშვთა ანსამბლი “კავკასიონი”, ვოკალის აკადემია და პარაორკესტრი.
პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი 5 იანვარსაც გაიმართება.