საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 22 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 14 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის ერთი ქალი მსჯავრდებულია.
ამასთან, შვიდ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალების აქტი შეეხო ასევე ერთ პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან.