საქართველოს პრეზიდენტის სახელით, სტრასბურგში ევროპის საბჭოს წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსისთვის მიღება გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტის სახელით, სტრასბურგში ევროპის საბჭოს წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსისთვის მიღება გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის დასასრულს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსისთვის მიღება გაიმართა, რომელზეც ქართველი დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძის კოლექციის ჩვენება მოეწყო.

სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობას მობრძანებისთვის.

„ეს ჩვენთვის დიდი პატივია, რომ აქ გმასპინძლობთ. მადლობა სტრასბურგის მერს, ქართველი დიზაინერის კოლექციის ჩვენებისთვის, რომელსაც თან ახლდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი დიჯეის მუსიკა. როგორც იცით, თბილისი ასევე განთქმულია დიჯეებითა და მუსიკით. ქართველი მევიოლინე გიორგი ცაგარელის შესახებაც დარწმუნებული ვარ, მომავალში ბევრს გაიგებთ.

ჩვენ მოვუსმენთ მომღერალთა გუნდ „რუსთავს“. ჩვენი კულტურა ჩვენთვის ყველაფერზე ძვირფასია. ეს ჩვენი რბილი ძალაა. ის უფრო ეფექტური ხდება და ვაპირებთ მეტი ასეთი ძალის გამოყენებას, რათა შემოვუერთდეთ ევროპას, ვიდრე ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდებით. ჩვენი კულტურით ჩვენ უკვე ევროპაში ვართ და ამ კულტურის ბევრ ასპექტს გაჩვენებთ“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიღებაზე.