საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და კიდევ რამდენიმე უწყების ვებგვერდებზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.
ვებგვერდის გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა წარწერით – მე დავბრუნდები (I’ll be back). ამჟამად საიტზე შესვლისას აღნიშნული ფოტო არ ჩანს.
არსებული ინფორმაციით, მსგავსი ჰაკერული თავდასხმა კიდევ რამდენიმე ვებგვერდზე განხორციელდა, მათ შორის რეგიონებშიც.