საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი თბილისიდან კიშინეუში „ეარ მოლდოვას“ პირველი რეისით იმგზავრებს
საქართველოს პრეზიდენტი თბილისიდან კიშინეუში პირველი რეისით იმგზავრებს, რომელსაც მოლდოვის სახელმწიფო ავიაკომპანია „ეარ მოლდოვა“ შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტი მოლდოვაში სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება, სადაც შეხვედრებს გამართავს მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან და უმალღესი თანამდებობის პირებთან.
მოლდოვისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2022 წლის მაისიდან დაიწყო და შესაბამისი გადაწყვეტილებით,
„ეარ მოლდოვა“ ფრენებს კიშინეუ-თბილისი-კიშინეუს მიმართულებით 2022 წლის 31 ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ, ხოლო, 2022 წლის ნოემბრიდან – კვირაში ოთხჯერ.