საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისა და კრისტიან დანიელსონის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკებების პროცესი განიხილა.
„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდა, რომელიც მეოთხე დღეა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ორბელიანების სასახლეში გამართულ მეორე შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა და კრისტიან დანიელსონმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.