საქართველოს პრეზიდენტი სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს.
„სომეხთა წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს, 6 იანვარს, უძველესი ტრადიციით ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაულს ერთდროულად აღნიშნავს.
გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს. სწორედ ქრისტიანული სარწმუნოების ღირებულებებს ეფუძნება სომეხი და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა.
გისურვებთ კეთილდღეობასა და სიხარულს“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.