საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიურ ანგარიშს წარადგენს.
პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა პოლიტიკური დებატების ფორმატში წარიმართება.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, პოლიტიკური დებატების ფორმატი ნებისმიერ დეპუტატს საშუალებას მისცემს, პრეზიდენტის გამოსვლაზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს.
დეპუტატის განმარტებით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, რეგლამენტი ორ ფორმატს ითვალისწინებს -ფრაქციების თავმჯდომარეების გამოსვლასა და პოლიტიკურ დებატებს.
კახიანის თქმით, პოლიტიკური დებატების დროს უმრავლესობასა და უმცირესობას 45-45 წუთი ექნებათ, ფრაქციებს 15-15 წუთი, დამოუკიდებელ დეპუტატს – 5 წუთი.
პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრებიან.