საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს
საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ამ დროისთვის შეხვედრა მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთან.

შემდეგი შეხვედრა გაიმართება „გირჩის“ წარმომადგენელ იაგო ხვიჩიასთან, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში უკვე მივიდა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა „ლელოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, პარტია „საქართველოსთვისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან.