საქართველოს პრეზიდენტი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტთა საბჭოს შექმნას მიესალმება
საქართველოს პრეზიდენტი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტთა საბჭოს შექმნას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტთა საბჭოს შექმნას მიესალმება.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პროცესში ჩაერთვება პრეზიდენტის მრჩეველი კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე.

„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება 9 აპრილს საპარლამენტო ტრიბუნიდან მის მიერ გაჟღერებული ინიციატივის მყისიერ განხორციელებას. ასეთ მომენტებში მთავრობის მიერ მნიშვნელოვანია ყველა ინიციატივა იყოს მოსმენილი და მიეცეს მას მსვლელობა. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე სრულად იქნება ჩართული ამ პროცესებში“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

მთავრობის ინიციატივით კომპანია „ენკამ“ გამოთქვა მზადყოფნა, „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით შეიქმნება.

საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის ორგანზიაციები „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, „მწვანეები“, „განახლებადი ენერგიების ასოციაცია“ და სხვ.