საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარებისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარებისკენ მოუწოდებს

C ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  გურჯაანში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, C ჰეპატიტის სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაიტარა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ნახევარზე მეტი უკვე გავლილია, მძიმედ დაავადებული ადამიანები უკვე განიკურნენ და ახლა მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ყველამ გაიაროს ტესტირება, რომელიც უფასო პროცედურაა.

„მნიშვნელოვანია, აღნიშნული გზავნილი მივიდეს ყველა მოქალაქემდე, დავამარცხოთ C ჰეპატიტი და ვიყოთ სამაგალითო“ განაცხადა პრეზიდენტმა.

დაახლოებით ერთი კვირის წინ კახეთის რეგიონშიც ამოქმედდა ე.წ. ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა, რომლის ფარგლებში ერთი ვიზიტის ფარგლებში შესაძლებელია სამი ყველაზე მძიმე დაავადების დიაგნოსტიკა, როგორიცაა: C ჰეპატიტი, აივ/შიდსი და ტუბერკულოზი.

საქართველოს პრეზიდენტმა დღესვე ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი იონი“ დაათვალიერა.