საქართველოს პრეზიდენტი იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის თავმჯდომარე აკიკო სანტოსთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტო თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს პოლიტიკის, კულტურისა და ეკონომიკის მიმართულებით.
საქართველოს პრეზიდენტმა იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით,
აკიკო სანტომ აღნიშნა, რომ იაპონია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ეკონომიკური ჰაბის მნიშვნელობას და საუბარი შეეხო საქართველო-იაპონიას შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობას.