საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო წუხილს გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო წუხილს გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს წუხილს გამოთქვამს 12-13 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„დღეს, როცა ყველა ერთად ვიბრძვით უხილავი მტრის წინააღმდეგ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სოლიდარობასა და გლობალური სტაბილურობის შენარჩუნებას.

ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს, ასევე, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების – აზერბაიჯანისა და სომხეთის მომავალი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საჭირო ზომები დროულად იქნება მიღებული და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოხდება ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება.