საქართველოს პრეზიდენტი აფრასიძის მხარდასაჭერ კამპანიაში ჩაერთო
საქართველოს პრეზიდენტი აფრასიძის მხარდასაჭერ კამპანიაში ჩაერთო

“მე ხმას ვაძლევ გელა აფრასიძეს” -საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველი მორაგბის მხარდასაჭერ კამპანიაში საკუთარი ტვიტერის გვერდის მეშვეობით ჩაერთო . საქართველოს ეროვნული და 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრების 9 ნომერი მსოფლიო რაგბის წლია საუკეთესო ლელოს ავტორის ნომინაციაზეა წარდგენილი. ქართველი მორაგბის 2017 წლის 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასზე ირლანდიასთან დადებული ლელო მსოფლიოს საუკეთესო ლელოს 4 ნომინანტს შორის მოხვდა. ხმის მიცემა გულშემატკივარს მსოფლიო რაგბის თვითერის გვერდზე 9 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით 24 საათში ერთხელ შეეძლება. ხმის მისაცემად Twitter.com/WorldRugby მიმაგრებულ პოსტში დააჭირეთ ღილაკს Tweet #VoteAprasidze. ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს TWEET.

აფრასიძის გარდა მსოფლიო რაგბის წლის საუკეთესო ლელოზე წარდგენილნი არიან : ირლანდიისა ნაკრების მესამეხაზელის შონ ო’ბრაიანი (ახალი ზელანდიის წინააღმდეგ). არგენტინის ნაკრების უკანახაზის მოთამაშე ხოაკინ ტუკულეტი (ინგლისის წინააღმდეგ). ახალი ზელანდიის ქალთა ნაკრების ფულბეკი პოშა ვუდმენი (აშშ-ის წინააღმდეგ ქალთა მსოფლიო თასის ნახევარფინალში).