საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშს „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ დაესწრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშს „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშს, რომელსაც ირაკლი კობახიძე პარლამენტში 28 ივნისს წარადგენს, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ დაესწრება.

ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, პარტია პოლიტიკურ ბოიკოტს და მოქალაქეებთან შეხვედრას აგრძელებს, მატყუარა ხელისუფლების მოსმენაზე კი დროის კარგვას არ აპირებს.

„პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშს არ დავესწრებით. პოლიტიკურ ბოიკოტს და მოქალაქეებთან შეხვედრას ვაგრძელებთ. დროის კარგვას არ ვაპირებთ, მით უმეტეს, მატყუარა ხელისუფლებასთან. ირაკლი კობახიძის დამტკიცება რომ ხდებოდა, მას ვკითხე „რუსულ კანონზე“ და თქვა, რომ ეს თემა დახურული იყო, მაგრამ ცვლილებები ერთ თვეში შემოიტანეს. მათთან არც დისკუსიას და არც საუბარს აზრი არ აქვს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.