საქართველოს პრემიერ-მინისტრი მუსლიმ მოქალაქეებს რამადანის თვის დადგომას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ მოქალაქეებს რამადანის თვის დადგომას ულოცავს.
„საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს გულითადად გილოცავთ რამადანის თვის დადგომას და მის ღირსეულად, რწმენითა და მოთმინებით დასრულებას გისურვებთ.
მე ძალიან ვაფასებ თქვენს უდიდეს წვლილს ჩვენი საერთო სამშობლოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი მომავლის შენებაში. თქვენი თვითმყოფადი კულტურა და ტრადიციები ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, მისი მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია.
ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს გულითადად გილოცავთ რამადანის თვის დადგომას და მის ღირსეულად, რწმენითა და მოთმინებით…
Posted by Irakli Garibashvili on ორშაბათი, 12 აპრილი, 2021