საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანისა და ერაყის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირანისა და ერაყის საზღვარზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ირანისა და ერაყის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.