საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჯილიან სტირკს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ორივე მხრიდან ხაზი გაესვა არჩევნების დემოკრატიულ სამართლიან,  და გამჭვირვალე გარემოში წარმართვის მნიშვნელობას. ასევე, შეთანხმდნენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის მისიასთან მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია გაგრძელდება.

გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, უზრუნველყოს საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა საარჩევნო პროცესში და აღნიშნა, რომ პანდემიის გათვალისწინებით მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული.