საქართველოს პირველმა არხმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას უმასპინძლა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის სტუდენტებსა და მათ ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა.

სტუდენტები თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამის კურსებს გადიან. აღნიშნული კრიზისებსა და საომარ ვითარებაში ეროვნულ დონეზე ოპერირებისთვის მომზადების ეტაპია.

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა შეხვედრაზე ისაუბრა, როგორ უნდა მუშაობდეს მაუწყებელი კრიტიკულ, საომარ ვითარებაზე და სანდოობის პრინციპებზე.

„ვისაუბრეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხედვაზე, მისიაზე, ძირითად ფუნქციებზე, ასევე ჟურნალისტის მოვალეობაზე. ძალიან საინტერესო შეკითხვები დაისვა მედიის როლზე. ასევე ვისაუბრეთ მედიის, როგორც უსაფრთხოების ნაწილზე. მგონია, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა. საჯარო სექტორი, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია, რათა ჩვენმა საზოგადოებამ დეზინფორმაციას და ყალბ ამბებს თავი აარიდოს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.