საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ულოცავს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ულოცავს.
განცხადება ალბანეთის საგარეო უწყების Twitter-ის გვერდზეა გამოქვეყნებული.
„გულითადად ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დამოუკიდებლობის პირველად გამოცხადების 100 წლის იუბილეს“, – ნათქვამია ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე.