საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება.
დასკვნით კონცერტზე ”დიდებიდან თავისუფლებმადე” მსმენელს მუსიკის საშუალებით წარსულში მოგზაურობის საშუალება მიეცემა. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ კომპოზიტორები: დავით ევგენიძე, მიხეილ მდინარაძე, ნიკოლოზ მაჩაიძე და ნატალია ბერიძე.
დღევანდელ კონცერტზე შესრულდება ბეთჰოვენის ”ოდა სიხარულისადმი” და საქართველოს ჰიმნი.
გალა-კონცერტი 21:00 საათზე იწყება და პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.