საქართველოს პირველი არხის სოციალური მედიის მენეჯერის, ქეთევან ნაცვლიშვილის ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლე სიაშია
საქართველოს პირველი არხის სოციალური მედიის მენეჯერის, ქეთევან ნაცვლიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლე სიაშია. შერჩეული ფილმების სია თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
თბილისის კინოფესტივალმა 90-წამიანი ფილმების კონკურსი „დეფიქთ“ (Depict) ბრისტოლის კინოფესტივალთან (Encounters) და ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოაცხადა.
კონკურის მიზანია, აღმოაჩინოს ახალბედა რეჟისორები, რომლებიც ორიგინალობითა და მდიდარი წარმოსახვის უნარით გამოირჩევიან. კონკურსში გამარჯვებული ბრისტოლის კინოფესტივალზე გაემგზავრება.
პროექტის ფარგლებში, სულ 130 განაცხადი შემოვიდა, რომელთაგან მომდევნო ეტაპზე 30 პროექტი გადავიდა.
მოკლე სიაში მოხვედრილი ფილმების ჩვენება 4 დეკემბერს, 16:00 საათზე, კინოთეატრ ამირანის პირველ დარბაზში გაიმართება.
ჩვენების შემდეგ გამოცხადდება სამი გამარჯვებული, რომელთაც სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს: რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი, რეჟისორი დავით ჯანელიძე და ბრისტოლის კინოფესტივალ “Encounters”-ის დირექტორი რიჩ უორენი.