საქართველოს პირველი არხის სიუჟეტის გმირებს, ბექასა და მარის საოცნებო საჩუქრები გადასცეს [ფოტოამბავი]
15:56, 09.10.2019
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალი კვირის“ სიუჟეტის გმირებს, მარისა და ბექას ოცნების საჩუქრები გადასცეს. საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი სოფელ ქვეშეთში დღეს ჩავიდა და ბავშვებს ნანატრი ნივთები ჩაუტანა.
„ახალი კვირის“ სიუჟეტში მარი და ბექა ველოსიპედზე, ახალ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ოცნებობდნენ. მათ შესახებ რეპორტაჟი კვირას გავიდა და მას შემდეგ ბავშვებისთვის საჩუქრების გადაცემის სურვილით საქართველოს პირველ არხს ბევრი ადამიანი დაუკავშირდა.
მარისა და ბექას ფოტო, რომელიც ფოტოგრაფმა გიორგი ნადირაშვილმა გადაიღო, სოციალურ ქსელში გასულ კვირას გავრცელდა. მათ მერაბ კოკოჩაშვილის ფილმისთვის საბჭოთა პერიოდის სამოსი ჩააცვეს და ფოტო გადაუღეს. ფოტომ პოპულარობა მალევე მოიპოვა და მას შემდეგ ყველა მარისა და ბექას შესახებ საუბრობს.