საქართველოს პირველი არხი მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტების კანდიდატებს სპეციალურ საარჩევნო გადაცემაში მონაწილეობას სთავაზობს.
17 მაისს „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან“ ეთერში სპეციალური ფორმატით გავა. მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მერობის კანდიდატებს საშუალება ექნებათ, ამომრჩეველს მიმართონ და საკუთარი ხედვა გააცნონ.
გადაცემაში ცალ-ცალკე ბლოკი დაეთმობათ თითოეული მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს.