კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პირველი არხის შენობაში დეზინფექცია ჩატარდა.
გვიან ღამით დეზინფექცია ჩაუტარდა სამუშაო ოთახებს, ტექნიკასა და ავტოპარკს, რომლითაც ჟურნალისტები გადაადგილდებიან.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო, საქართველოს პირველი არხი პრევენციულ ზომებს მიმართავს. საქართველოს პირველი არხი ითვალისწინებს ევროპის მედიაგაიდლაინებს, უერთდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაცემულ რეკომენდაციებს და საზოგადოებას მოუწოდებს, გამოიჩინონ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და დაიცვან შესაბამისი წესები.