საქართველოს პირველი არხის მთავარი იურისტი ელენე მიხაილოვა ევროპის მაუწყებელთა კავშირის იურიდიული კომიტეტის წევრად მეორე ვადით აირჩიეს
საქართველოს პირველი არხის მთავარი იურისტი ელენე მიხაილოვა ევროპის მაუწყებელთა კავშირის იურიდიული კომიტეტის წევრად მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს პირველი არხის იურიდიული სამსახურის მთავარი იურისტი ელენე მიხაილოვა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) იურიდიული კომიტეტის წევრად მეორე ვადით აირჩიეს.

კომიტეტის წევრების არჩევნები დღეს იურიდიული ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ონლაინ 29-30 აპრილს მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2005 წლიდან არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის აქტიური წევრი. საქართველოს პირველი არხისთვის უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ევროპული საზოგადოებრივი მაუწყებლების გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი მუშაობა მედიის ახალი გამოწვევების მიმართულებით, რისთვისაც საუკეთესო პლატფორმა სწორედ ევროპის მაუწყებელთა კავშირია.