საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი ლიკა ალელიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის ვიდეორგოლში

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი ლიკა ალელიშვილია.

ვიდეორგოლი ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ახალი კორონავირუსით (Covid-19) გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებით შექმნა, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელობას კრიტიკულ სიტუაციაში, ჟურნალისტების ურთულეს პირობებში მუშაობას და ახალი ამბების სანდოობას, რაც მთელ ევროპაში აუდიტორიის ზრდით გამოიხატება.

ვიდეორგოლში 18 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მათ შორის, საქართველოს პირველი არხი მონაწილეობს.